weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსეთმა ევრაზიულ კავშირში მარცვლეულის, მესამე ქვეყნებში კი შაქრის ექსპორტი აკრძალა

23:01 ხუთშაბათი, 10 მარტი 2022

რუსეთმა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში მარცვლეული კულტურების - ხორბლის, ჭვავის, ქერისა და სიმინდის, ხოლო მესამე ქვეყნებში შაქრის ექსპორტი 2022 წლის 31 აგვისტომდე აკრძალა.

ევრაზიულ კავშირში, რუსეთის გარდა, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი არიან გაწევრიანებული. როგორც რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, დროებითი აკრძალვა ხელს შეუშლის სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადინებას „იმის გათვალისწინებით, რომ კავშირის წევრმა ქვეყნებმა ამ სეზონზე უკვე განახორციელეს შესყიდვების საჭირო მოცულობა უბაჟო რეჟიმში“.

უწყების ინფორმაციით, ევრაზიული კავშირის გარეთ მარცვლეულის ექსპორტი უკვე შეზღუდული იყო სატარიფო კვოტებითა და საექსპორტო გადასახდელებით.

რაც შეეხება შაქარს, ევრაზიულ კავშირის ქვეყნებში მისი მიწოდება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვების საფუძველზე.

 

ამ თემაზე:

საქართველო რუსეთისგან ხორბალს ვეღარ ყიდულობს და სხვა ბაზრებს ეძებს – სანქციების ეფექტი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]