weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მარინა ოვსიანიკოვა 30 000 რუბლით დააჯარიმეს შეუთანხმებელი აქციის მოწყობისთვის

00:36 ოთხშაბათი, 16 მარტი 2022

რუსეთის „პირველი არხის“ რედაქტორი, მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც ომის საწინააღმდეგო პლაკატით სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში შეიჭრა, სასამართლომ 30 000 რუბლით დააჯარიმა. ის სამართალდამრღვევად ცნეს შეუთანხმებელი აქციის ორგანიზების მუხლით.

ადვოკატმა ანტონ გაშინსკიმ განაცხადა, რომ მარინა ოვსიანიკოვა დაჯარიმდა არა ეთერში შეჭრისთვის, არამედ იმ ვიდეომიმართვის გამო, სადაც ის რუსეთის მოქალაქეებს პროტესტისკენ მოუწოდებდა.

როგორც ცნობილია, ოვსიანიკოვას წინააღმდეგ წინასწარი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს იმის დასადგენად, არის თუ არა მის ქმედებებში სისხლის სამართლის კოდექსის 207.3 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა. აღნიშნული მუხლის მიხედვით, დანაშაულია რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის, ე.წ. ფეკების გავრცელება.

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, მარინა ოვსიანიკოვამ თქვა, რომ პოლიციაში სულ მცირე 14 საათის განმავლობაში კითხავდნენ, არ აღმოუჩინეს არანაირი იურიდიული დახმარება და არ მისცეს ახლობლებთან დაკავშრების საშუალება.

14 მარტს, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის „პირველი არხის“ რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა გადაცემა „ვრემიას“ პირდაპირ ეთერში შევიდა პლაკატით, რომელზეც ეწერა: „არა ომს. გააჩერეთ ომი. არ დაუჯეროთ პროპაგანდას. აქ გატყუებენ. რუსები ომის წინააღმდეგ“.

მარინა ოვსიანიკოვამ ეთერში პლაკატითა და შეძახილებით შესვლამდე, წინასწარ ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელიც მოგვიანებით გავრცელდა:

„ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, დანაშაულია. რუსეთი კი აგრესორი ქვეყანაა​. ამ დანაშაულზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთი ადამიანის სინდისზეა. ეს ადამიანი ვლადიმერ პუტინია.

მამაჩემი უკრაინელია, დედა – რუსი. ისინი არასდროს ყოფილან მტრები. ეს ყელსაბამი ჩემს ყელზე არის სიმბოლო იმისა, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს ძმის მკვლელი ომი და ჩვენი მოძმე ერები კიდევ შეძლებენ შერიგებას.

სამწუხაროდ, ბოლო წლები მე ვმუშაობდი პირველ არხზე, დაკავებული ვიყავი კრემლის პროპაგანდით და ახლა მე მრცხვენია ამის გამო. მრცხვენია, რომ ვუშვებდი ტელევიზორის ეკრანიდან ტყუილის თქმას. მრცხვენია, რომ ვუშვებდი რუსი ხალხის ზომბირებას.

ჩვენ გავჩუმდით 2014 წელს, როდესაც ეს ყველაფერი მხოლოდ იწყებოდა. ჩვენ არ გავედით მიტინგებზე, როდესაც კრემლი წამლავდა ნავალნის. ჩვენ უბრალოდ მდუმარედ ვადევნებდით თვალს ამ ანტიადამიანურ რეჟიმს. ახლა კი ჩვენ ზურგი გვაქცია მთელმა მსოფლიომ. ჩვენი შთამომავლობის ათი თაობა ვერ ჩამოირეცხავს ამ ძმისმკვლელი ომის სირცხვილს.

ჩვენ, რუსი ხალხი მოაზროვნე და ჭკვიანები ვართ. მხოლოდ ჩვენს ძალებშია ამ სიგიჟის შეჩერება. გამოდით მიტინგებზე, ნურაფრის გეშინიათ, ისინი ყველას ვერ დაგვაპატიმრებენ“, – ამბობდა მარინა ოვსიანიკოვა.

სატელევიზიო ეთერში გამოჩენის შემდეგ ოვსიანიკოვა დააკავეს. ადვოკატები მისი ადგილსამყოფელის დადგენას ვერ ახერხებდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]