weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლავროვის თქმით, უკრაინაში NATO-ს სამშვიდობოების გაგზავნას რუსეთთან შეტაკება მოჰყვება

16:09 ოთხშაბათი, 23 მარტი 2022

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ უკრაინაში NATO-ს სამშვიდობოების შეყვანა რუსეთის შეიარაღებულ ძალებსა და ალიანსს შორის შეტაკებას გამოიწვევს. ამის შესახებ ლავროვმა დღეს, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენმა პოლონელმა კოლეგებმა უკვე განაცხადეს, რომ იქნება NATO-ს სამიტი და საჭიროა სამშვიდობოების გაგზავნა. იმედი მაქვს, მათ ესმით, რაზეა საუბარი. ეს იქნება ის პირდაპირი შეტაკება რუსეთისა და NATO-ს შეიარაღებულ ძალებს შორის, რომლის არათუ თავიდან აცილება გვინდოდა, არამედ ვამბობდით, რომ პრინციპში ეს არასდროს უნდა მოხდეს.

პოლონეთის წარმომადგენლები ცნობილები არიან თავიანთი არასტანდარტული სვლებით, რომლებიც მიმართულია დიდი უბედურების პროვოცირებისკენ“, – აღნიშნა ლავროვმა.

გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არ გამორიცხა, რომ პოლონეთს, რომელიც NATO-ს სამშვიდობოების შეყვანის ინიციატივით გამოვიდა, დასავლეთ უკრაინაში, ლვოვში შტაბ-ბინის გაკეთება, იქ დარჩენა და „უკრაინის ამ ნაწილის წაღება სურს“.

„მათ ასეთი აზრები უტრიალებდათ და არამარტო აზრები, ასეთი რამ წასულში ყოფილა. ამ პროვოკაციის მეორე მიზანი: უკვე საუბარია არა მარტო სამშვიდობო კონტიგენტზე, უკვე საუბარია იმაზე, რომ არა NATO-ს, არამედ ბალტიისპირეთელებს შეუძლიათ იქ რამდენიმე პატარა ბატალიონი გაგზავნონ უკრაინის დასაცავად. ამიტომ მოთმინება უნდა შევინარჩუნოთ“, – აღნიშნა ლავროვმა.

პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და ქვეყნის მმართველი პარტიის „კანონი და სამართლისნობის“ ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ 15 მარტს განაცხადა, რომ უკრაინაში NATO-ს სამშვიდობო მისიის გაგზავნა აუცილებელია. მისივე თქმით, ეს შესაძლოა იყოს არა ალიანსის, არამედ სხვა მისიაც, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე მშვიდობისა და ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის იმუშავებს, თუმცა თავის დაცვაც შეეძლება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]