weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჯარისკაცების მნიშვნელოვანი დანაკარგი გვაქვს – პესკოვი

00:23 პარასკევი, 08 აპრილი 2022

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდვანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა „მნიშვნელოვანი დანაკარგი“ განიცადა. Sky News-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ „მათთვის ეს უდიდესი ტრაგედიაა “.

„თქვენ უკან დაიხიეთ დედაქალაქიდან, პრეზიდენტი ზელენსკი ისევ ხელისუფლებაშია, თქვენ დაკარგეთ ათასობით ჯარისკაცი, დაკარგეთ 6 გენერალი, ასობით ტანკი და სხვა აღჭურვილობა. ეს დამამცირებელია, არა?“ – ჰკითხა ჟურნალისტმა პესკოვს.

„არა, არა. ეს არის არასწორ გაგება იმისა, რაც ხდება“, – უპასუხა პესკოვმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რამდენი ჯარისკაცი დაკარგა რუსეთმა, პუტინის პრეს-სპიკერმა თქვა: „დიახ, ჩვენ გვაქვს ჯარისკაცების მნიშვნელოვანი დანაკარგი და ეს უდიდესი ტრაგედიაა ჩვენთვის“.

პესკოვის განცხადებით, რუსმა ჯარებმა კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონები არა დანაკარგების გამო დატოვეს, არამედ დაძაბულობის შესამცირებლად და უკრაინასთან მოლაპარაკებების გასაგრძელებლად კომფორტული პირობების შესაქმნელად. როგორც დმიტრი პესკოვი ამბობს, ეს მათი „კეთილი ნება“ იყო.

უკრაინული მხარის მონაცემებით, 24 თებერვლის შემდეგ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაახლოებით 18 700 სამხედო დაკარგა. ომის დაწყების შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ საკუთარი დანაკარგების შესახებ ინფორმაცია ორჯერ გაავრცელა – 2 და 25 მარტს. 25 მარტის მონაცმებით, დაღუპული იყო 1351 სამხედრო მოსამსახურე, დაჭრილთა რაოდენობა კი 3825-ის შედგენდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]