ზელენსკის თქმით, დაიჭრა დაახლოებით 10 ათასი უკრაინელი მებრძოლი და „ძნელი სათქმელია რამდენი გადარჩება.“
რაც შეეხება სამოქალაქო პირებს, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მშვიდობიან მოსახლეობას შორის დაღუპულების რაოდენობის დადგენა უფრო რთულია, რადგან მთელი რიგი ქალაქები, მათ შორის, ხერსონი, ბერდიანსკი, მარიუპოლი და ვოლნოვახა, ამ დრომდე ბლოკირებულია.
ამავე ინტერვიუში, ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის დანაკარგი 19-დან 20 ათას სამხედრომდეა.
ომის დაწყების შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ საკუთარი დანაკარგების შესახებ ინფორმაცია ორჯერ გაავრცელა – 2 და 25 მარტს. 25 მარტის მონაცმებით, დაღუპული იყო 1351 სამხედრო მოსამსახურე, დაჭრილთა რაოდენობა კი 3825-ის შედგენდა.