weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადის მეთაური „აზოვსტალიდან“ ევაკუაციას ითხოვს

11:15 ოთხშაბათი, 20 აპრილი 2022

უკრაინის საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადის მეთაურმა, სერგეი ვოლინამ რუსების მიერ ალყაში მოქცეული ქალაქ მარიუპოლიდან მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ „აზოვსტალის“ მეტალურგიული კომბინატის ტერიტორიაზე მძიმე მდგომარეობაა – იქ 500-ზე მეტი დაჭრილი და ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება. ვოლნა ევაკუაციას ითხოვს.

Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოზე ვოლინამ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მონიშნა.

„ჩვენ მივმართავთ მსოფლიოს, ეს შეიძლება ჩვენი ბოლო მიმართვა იყოს. შესაძლოა, რამდენიმე დღე ან საათი დაგვრჩა. მტერი ჩვენზე ათჯერ მეტია - მათ აქვთ უპირატესობა ჰაერში, არტილერიაში, ხმელეთზე, ტანკებსა და ტექნიკაში. ჩვენ მხოლოდ ერთ ობიექტს ვიცავთ, „აზოვსტალის“ ქარხანას, სადაც სამხედრო პერსონალის გარდა, არიან მშვიდობიანი მოქალაეები, ამ ომში დაცემული მსხვერპლები.

ჩვენ მივმართავთ და ვთხოვთ მსოფლიო ლიდერებს, დაგვეხმარონ. ვითხოვთ, რომ ჩვენს მიმართ გამოიყენონ ექსტრადიციის პროცედურა და გადაგვიყვანონ მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე – ყველა ჩვენგანი, მარიუპოლის ჯარისკაცების სამხედრო ბატალიონი, 500-ზე მეტი დაჭრილი და ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, ქალები და ბავშვები.

ჩვენ გთხოვთ, მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე უსაფრთხოდ გაყვანას. მადლობა“, – ამბობს სერგეი ვოლინა.

რუსეთმა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე იერიში 19 აპრილს მიიტანა. „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ სვიატოსლავ პალამარმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „აზოვსტალში“ ბომბები ჩააგდეს, რის შედეგადაც ქარხანა თითქმის მთლიანად განადგურდა, ნანგრევების ქვეშ კი ხალხია მოყოლილი.

„ჩვენ ვიბრძოლებთ, ყველა დარჩენილ ვაზნას გამოვიყენებთ, მაგრამ მოვუწოდებთ სამშობლოს, გადაარჩინოს მშვიდობიანი მოქალაქეები, დაჭრილები და გაიყვანოს ცხედრები“, – განაცხადა პალამარმა.

ქალაქი მარიუპოლი დონეცკის ოლქის მეორე ყველაზე დიდი ქალაქია. გუშინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დაადასტურა, რომ რუსეთმა დონბასში ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ახალი ეტაპი დაიწყო, რომელიც „მთელი ამ სპეციალური ოპერაციის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი“ იქნება. ლავროვის თქმით, „სპეცოპერაცია“ მიმართულია „დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების სრული გათავისუფლებისაკენ“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]