weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვერეშჩუკის თქმით, „აზოვსტალში“ დაახლოებით 1000 მოქალაქე და 500 დაჭრილი სამხედროა

13:40 ხუთშაბათი, 21 აპრილი 2022

უკრაინის ხელისუფლება რუსეთისგან ქალაქ მარიუპოლში, „აზოვსტალიდან“ სამოქალაქო პირებისა და დაჭრილების გამოყვანის მიზნით, ჰუმანიტარული დერეფნის დაუყოვნებლივ გახსნას ითხოვს. როგორც ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე დაახლოებით ათასი სამოქალაქო პირი და 500 დაჭრილი სამხედრო იმყოფება.

„ყველა უნდა გამოვიყვანოთ „აზოვსტალიდან“, დღესვე!“, – განაცხადა ვერეშჩუკმა.

უკრაინის ვიცე-პრემიერმა მსოფლიო ლიდერებს და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, მთელი ძალისხმევა „აზოვსტალზე“ მიმართონ.

„ახლა ეს საკვანძო წერტილია და საკვანძო მომენტია ჰუმანიტარული ძალისხმევისთვის“, – განაცხადა მან.

დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკაში 19 აპრილს განაცხადეს, რომ მეტალურგიულ კომბინატ „აზოვსტალზე“, სადაც უკრაინელი მებრძოლები და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან, შეტევა დაიწყეს. მას შემდეგ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებას ვერ მიაღწიეს. „აზოვის“ პოლკი და საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადა დანებებაზე უარს ამბობს.

დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „აზოვსტალზე“ შტურმი „მიზანშეწონილად“ არ მიაჩნია. მან თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს შტურმის გაუქმება უბრძანა, თუმცა დაავალა, ისე დაბლოკონ „ინდუსტრიული ტერიტორია, რომ ბუზი ვერ შეფრინდეს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]