weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მოლაპარაკებებში დენაციფიკაცია, რუსული ენის სტატუსი და სანქციები არ განიხილება – პოდოლიაკი

22:17 შაბათი, 30 აპრილი 2022

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა უარყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოლაპარაკებების პროცესში დენაციფიკაციის, რუსული ენის სტატუსის და სანქციების მოხსნის საკითხებიც რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გაუქმების საკითხიც განიხილება.

„ჯერ ერთი, გარკვეულწილად გასაკვირია მინისტრ ლავროვის მიდრეკილება, გააკეთოს კომენტარი იმაზე, რაშიც არ მონაწილეობს და რასაც ვერ ხედავს პროცესის შიგნიდან.

მეორეც, რუსეთის არმიამ დენაციფიკაცია და რუსული ენის სტატუსი უკრაინელებთან უკვე განიხილა ბუჩაში, ჰოსტომელში, ხარკოვში, ვოლნოვახაში და, რა თქმა უნდა, მარიუპოლში. ყველა შესაბამისი დასკვნა სამუდამოდ ჩაწერა ისტორიაში უდანაშაულო უკრაინელების სისხლით.

მესამე – რა თქმა უნდა, მოლაპარაკების პროცესში, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული გლობალური საერთაშორისო სანქციების პრობლემატიკა საერთოდ არ განიხილება, ვინაიდან მსოფლიო თანამეგობრობის მიერ სანქციების მიღების მიზეზი ჯერ არ არის აღმოფხვრილი, კერძოდ – უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მოღალატური დარღვევა.

ამიტომ, ჩვენ გვიწევს, კიდევ ერთხელ მტკიცედ ვურჩიოთ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს უარი თქვან ისეთი კომენტარების გაკეთებაზე, რომლებიც არასანდოა და არანაირად არ შეესაბამება მოლაპარაკების პროცესის რეალურ მსვლელობას“, – განაცხადა პოდოლიაკმა „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში.

მან დასძინა, რომ უკრაინა თეორიულადაც კი ვერ განიხილავს სანქციების მოხსნას, რადგან ეს საერთაშორისო პარტნიორებზეა დამოკიდებული.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს, 30 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა ფაქტობრივად ყოველდღიურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს შესაძლო შეთანხმების პროექტთან დაკავშირებით. როგორც ლავროვმა თქვა, მოლაპარაკებების დღის წესრიგში სანქციების მოხსნის საკითხიც შედის.

„ამ დოკუმენტში [შეთანხმების პროექტში] დაფიქსირებული უნდა იყოს პოსტკონფლიქტური მდგომარეობის ისეთი ელემენტები, როგორებიცაა მუდმივი ნეიტრალიტეტი, უკრაინის არაბირთვული, არაბლოკური და დემილიტარიზებული სტატუსი, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები. მოლაპარაკებების დღის წესრიგში ასევე შედის დენაციფიკაციის, ახალი გეოპოლიტიკური რეალობის აღიარების, სანქციების მოხსნის, რუსული ენის სტატუსის და სხვა საკითხები“, – განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბუჩაში მომხდარ მასობრივ მკვლელობებს უკრაინის სპეცსამსახურების მიერ დასავლელების დახმარებით მოწყობილი უხეში სისხლიანი პროვოკაცია უწოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]