„უკვე მეორე დღეა, რაც მტერი შემოიჭრა ქარხნის ტერიტორიაზე, მიმდინარეობს მძიმე სისხლიანი ბრძოლა. მე ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით, რომლებიც ზეადამიანურ ძალისხმევას მიმართავენ მტრის შემოტევის შესაჩერებლად. მადლობას ვუხდი მთელ მსოფლიოს მარიუპოლის გარნიზონის კოლოსალური მხარდაჭერისთვის. ჩვენი ჯარისკაცები ამას იმსახურებენ“, – განაცხადა პროკოპენკომ.
„აზოვის“ მეთაურის თქმით, სიტუაცია ძალიან რთულია, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მებრძოლები აგრძელებენ ბრძანების შესრულებას და „აზოვსტალის“ დაცვას.
ამ თემაზე:
„აზოვსტალში“ თავდაცვის სისტემა აღადგინეს, თუმცა სიტუაცია უკიდურესად კრიტიკულია – არესტოვიჩი