weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

„სათანადოდ უპასუხეთ კრიტიკულ სიტუაციას“ – „აზოვსტალის“ მცველებმა ზელენსკის მიმართეს

18:47 ხუთშაბათი, 05 მაისი 2022

„აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სთხოვა, მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე მყოფი დაჭრილი ჯარისკაცების ევაკუაციასა და ცხედრების გატანაზე იზრუნოს. ამის შესახებ პალამარი დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.

„მესამე დღეა მტერი შემოჭრილია „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, მძიმე სისხლიანი ბრძოლები გრძელდება. 71-ე დღეა, ქალაქის დამცველები ებრძვიან მტრის უზარმაზარ ძალებს და, ჯანდაბა, ისეთ გამძლეობასა და გმირობას ავლენენ, რომ უკრაინამ უნდა იცოდეს, რას ნიშნავს იყო სამშობლოს ერთგული.

რუსებმა კიდევ ერთხელ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის პირობა და ხელი შეუშალა მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციას, რომლებიც ისევ ქარხნის სარდაფებში აფარებენ თავს. მოვუწოდებ მსოფლიო თანამეგობრობას მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისკენ.

პირადად მივმართავთ უმაღლეს მთავარსარდალს, იზრუნოს დაჭრილ ჯარისკაცებზე, რომლებიც არასათანადო მკურნალობის გამო საშინელი ტანჯვით იღუპებიან.

მოგვეცით ჯარისკაცების ცხედრების გატანის საშუალება, რათა უკრაინელები დაემშვიდობონ თავიანთ გმირებს. სათანადოდ უპასუხეთ კრიტიკულ სიტუაციას, სადაც მოწინააღმდეგე არ იცავს არანაირ ეთიკურ ნორმას, კონვენციებს თუ კანონებს, ანადგურებს ადამიანებს მთელი მსოფლიოს თვალწინ, ხელმძღვანელობს თვითნებობითა და დაუსჯელობით“, – ამბობს პალამარი ვიდეომიმართვაში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 აპრილს „აზოვსტალზე“ შტურმის გაუქმებისა და მისი ბლოკირების ბრძნება გასცა. ამის მიუხედავად, ქარხნის ტერიტორიის დაბომბვა ისევ მიმდინარეობდა. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსი ოკუპანტები „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე შეიჭრნენ. დღეს, 5 მაისს, ტელეკომპანია „უკრაინა 24“-ის ეთერში, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ „აზოვსტალის“ დამცველებმა რუსებს უკან დაახევინეს.

 

ამ თემაზე:

„აზოვსტალში“ თავდაცვის სისტემა აღადგინეს, თუმცა სიტუაცია უკიდურესად კრიტიკულია – არესტოვიჩი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]