weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რუსეთს 9 მაისს ომის გამოცხადება აქვს განზრახული – უკრაინის პრემიერი

15:50 პარასკევი, 06 მაისი 2022

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი მოკავშირე სახელმწიფოების სპეცსამსახურების მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთი აპირებს, 9 მაისს უკრაინას „სრულმასშტაბიანი ომი“ გამოუცხადოს. ამის შესახებ შმიგალმა დღეს, პოლონეთში ვიზიტის დროს განაცხადა.

„პარტნიორების სპეცსამსახურების მონაცემების თანახმად, რუსეთს აქვს განზრახვა, რომ 9 მაისს სრულმასშტაბიანი ომი გამოაცხადოს. ასეთი საუბრები, ჩვენ გვესმის, რომ არის. ასეთი შესაძლებლობები განიხილება უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის დონეზე – პარტნიორების სპეცსამსახურების მონაცემებით.

მოხდება თუ არა ეს, ამას ვნახავთ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვიბრძოლებთ ოკუპანტებზე სრულ გამარჯვებამდე“, – განაცხადა დენის შმიგალმა.

3 მაისს ამერიკულმა ტელეკომპანია CNN-მა, დასავლელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ვლადიმერ პუტინმა 9 მაისის სიმბოლური მნიშვნელობა და პროპაგანდისტული ღირებულება გამოიყენოს იმისთვის, რომ უკრაინას ომი ოფიციალურად გამოუცხადოს. ეს მას საყოველთაო მობილიზაციის დაწყების საშუალებას მისცემს, რაც უკრაინაში დანაკარგების ფონზე, სჭირდება. 4 მაისს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, დმიტრი პესკოვმა ამ მოსაზრებას „სისულელე“ უწოდა.

რუსეთის ხელისუფლება 24 თებერვლიდან უკრაინაში დაწყებულ საომარ მოქმედებებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ მოიხსენიებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]