„პარტნიორების სპეცსამსახურების მონაცემების თანახმად, რუსეთს აქვს განზრახვა, რომ 9 მაისს სრულმასშტაბიანი ომი გამოაცხადოს. ასეთი საუბრები, ჩვენ გვესმის, რომ არის. ასეთი შესაძლებლობები განიხილება უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის დონეზე – პარტნიორების სპეცსამსახურების მონაცემებით.
მოხდება თუ არა ეს, ამას ვნახავთ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვიბრძოლებთ ოკუპანტებზე სრულ გამარჯვებამდე“, – განაცხადა დენის შმიგალმა.
3 მაისს ამერიკულმა ტელეკომპანია CNN-მა, დასავლელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ვლადიმერ პუტინმა 9 მაისის სიმბოლური მნიშვნელობა და პროპაგანდისტული ღირებულება გამოიყენოს იმისთვის, რომ უკრაინას ომი ოფიციალურად გამოუცხადოს. ეს მას საყოველთაო მობილიზაციის დაწყების საშუალებას მისცემს, რაც უკრაინაში დანაკარგების ფონზე, სჭირდება. 4 მაისს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, დმიტრი პესკოვმა ამ მოსაზრებას „სისულელე“ უწოდა.
რუსეთის ხელისუფლება 24 თებერვლიდან უკრაინაში დაწყებულ საომარ მოქმედებებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ მოიხსენიებს.