weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

უკრაინის ხელისუფლება არ წყვეტს მცდელობებს „აზოვსტალიდან“ ხალხის გამოსაყვანად – ზელენსკი

11:37 შაბათი, 14 მაისი 2022

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნიდან ადამიანების გამოსაყვანად რთული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როგორც ზელენსკი ამბობს, საუბარია ბევრ ადამიანზე და ყველაფერს აკეთებენ, რომ პარიუპოლის თითოეული დამცველის ევაკუაცია მოხდეს.

„არ ვწყვეტთ მცდელობებს „აზოვსტალიდან“ და მარიუპოლიდან ჩვენი ხალხის, ყველას გამოსაყვანად. გრძელდება ძალიან რთული მოლაპარაკებები საევაკუაციო მისიის შემდეგი ეტაპის თაობაზე, მძიმედ დაჭირებისა და ექიმების გამოსაყვანად.

საუბარია ბევრ ადამიანზე. რასაკვირველია, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა დანარჩენი, თითოეული ჩვენი დამცველი გამოვიყვანოთ. მსოფლიოში ყველა, ვინც შეიძლება იყოს ყველაზე გავლენიანი შუამავალი, უკვე ჩართულია შესაბამის მოლაპარაკებებში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

„აზოვის“ პოლკის მებრძოლები, ასევე საზღვაო ქვეითები და უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები, მტრის ძალების მნიშვნელოვანი უპირატესობის და საბრძოლო მასალის ნაკლებობის მიუხედავად, კვლავ ინარჩუნებენ „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიას, რომელიც ფაქტობრივად ერთადერთი ადგილია მარიუპოლში, რომლის აღება 80 დღის განმავლობაში რუსეთის ჯარმა ვერ შეძლო.

ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, „აზოვსტალი“ სრულ ბლოკადაშია. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა 13 მაისს განაცხადა, რომ „აზოვსტალთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება პუტინის ბრძანებაზეა დამოკიდებული.

„ჩვენ ამოვდივართ ჩვენი პრეზიდენტის სიტყვებიდან,რომელიც ეხებოდა ყველა მშვიდობიანი მოქალაქის შესაძლებლობას, დაეტოვებინათ ქარხნის ტერიტორია და წასულიყვნენ იმ მიმართულებით, რომელსაც აირჩევდნენ. ეს განხორციელდა. რაც შეეხება სამხედროებს, ითქვა, რომ მათაც შეუძლიათ გამოსვლა და იარაღის დადების შემთხვევაში, მათ სათანადოდ მოექცევიან, ყველა დაჭრილს დაუწევენ აუცილებელ სამედიცინო დახმარებას. ეს პრეზიდენტის სიტყვებია, ეს არის უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანება“, – აღნიშნა პესკოვმა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ბოლო ინფორმაციით, რუსები „აზოვსტალზე“ მასიურ საარტილერიო და საჰაერო დარტყმებს აგრძელებენ. „აზოვსტალში“ მყოფი მებრძოლები აცხადებენ, რომ ასობით დაჭრილი ჰყავთ, რომლებიც ანტისანიტარიულ პირობებში, საჭირო მედიკამენტებისა და სამედიცინო დახმარების გამო, მძიმე მდგომარეობაში არიან. „აზოველების“ თქმით, დაჭრილებს უკვე აღარ შეუძლიათ ბრძოლა და მათ სასწრაფოდ ევაკუაციას ითხოვენ.

„აზოვსტალის“ მეტალურგიული კომბინატიდან სამოქალაქო პირების ევაკუაციის პროცესი 7 მაისს დასრულდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]