weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

დავით საყვარელიძე უკრაინის საზღვარზე ხალხის უკანონო გადაყვანაშია ეჭვმიტანილი

22:49 ხუთშაბათი, 14 სექტემბერი 2017

უკრაინული ოპოზიციური პარტიის „ახალი ძალების მოძრაობის“ წევრი და მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი, დავით საყვარელიძე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ რამდენიმე დანაშაულშია ეჭვმიტანილი, კერძოდ, საზოგადოებრივი წესრიგის ჯგუფურ დარღვევაში, სახელმწიფო საზღვარზე ხალხის უკანონო გადაყვანასა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. საქმე ეხება 10 სექტემბერს პოლონეთ-უკრაინის საზღვართან განვითარებულ მოვლენებს.

შესაბამისი ოქმი საყვარელიძეს ლვოვში ჩააბარეს. „ეს უბრალოდ სასაცილოა. ამით ვერ გაგვაჩერებენ“, - განაცხადა მან. საყვარელიძემ მის და 10 სექტემბრის მოვლენების სხვა მონაწილეთა წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნად შეაფასა.

10 სექტემბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე გადავიდა. სააკაშვილს „შეგინის“ გამშვებ პუნქტზე მყოფი მხარდამჭერები დაეხმარნენ, რომლებმაც სამხედროების კორდონები გაარღვიეს.

სააკაშვილის მიერ პოლონეთ-უკრაინის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წლის ივლისში ჩამოართვეს. 5 სექტემბერს უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მესამედ მიიღო საქართველოს მთავარი პროკურატურისაგან თხოვნა, სააკაშვილის დაპატიმრებისა და საქართველოში მისი ექსტრადიციის თაობაზე.

რაც შეეხება დავით საყვარელიძეს, მან უკრაინის მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო. 2015-2016 წლებში იყო მთავარი პროკურორის მოადგილე და ოდესის ოლქის პროკურორი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]