weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზელენსკი: უსაფრთხოების სამსახურიდან 28 თანამდებობის პირის გათავისუფლება განიხილება

11:30 სამშაბათი, 19 ივლისი 2022

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიდან არადამაკმაყოფილებელი მუშაობის გამო შესაძლოა 28 თანამშრომელი გაათავისუფლონ. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„უსაფრთხოების სამსახურის საკადრო აუდიტი მიმდინარეობს. განიხილება 28 თანამდებობის პირის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი – სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ მიზეზები მსგავსია – მუშაობის არადამაკმაყოფილებელი შედეგები.

ყველას მადლობელი ვარ, ვინც ერთგულად და ეფექტურად ემსახურება სახელმწიფოს. მადლობა თითოეულ მათგანს, ვინც თავის დონეზე იცავს უკრაინის ინტერესებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ორი დღის წინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ თანამდებობებიდან უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, საკუთარი მეგობარი ივან ბაკანოვი და გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა გაათავისუფლა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, პროკურატურის, გამოძიების და სხვა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან სამშობლოს ღალატთან და კოლაბორაციონისტურ საქმიანობასთან დაკავშირებით 651 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ზელენსკის თქმით, პროკურატურის და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის 60-ზე მეტი თანამშრომელი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობს.

„ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ასეთი რაოდენობა, უკრაინის ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებსა და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის დაფიქსირებული კავშირები ძალიან სერიოზულ კითხვებს აჩენს შესაბამისი ხელმძღვანელების მიმართ“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ივან ბაკანოვი უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად 2019 წლის აგვისტოში დაინიშნა, ხოლო ირინა ვენედიქტოვა გენერალური პროკურორის თანამდებობას 2020 წლის მარტიდან იკავებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]