weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

რა პირობაც არ უნდა დადოს რუსეთმა, იპოვის გზებს, რომ არ შეასრულოს – ზელენსკი

18:36 შაბათი, 23 ივლისი 2022

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დელეგაციასთან შეხვედრაზე ოდესის პორტზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შესახებ ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა პორტს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე სტამბოლში მიღწეული შეთანხმებებიდან ერთ დღეში დაარტყა.

„ეს მხოლოდ ერთ რამეს ადასტურებს: რაც არ უნდა თქვას და რა პირობაც არ უნდა დადოს რუსეთმა, იპოვის გზებს, რომ არ შეასრულოს ის - გეოპოლიტიკურად, იარაღით, სისხლის ღვრით თუ მის გარეშე, მას აქვს რამდენიმე ვექტორი, როგორც ყოველთვის მოქმედებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, სწორედ ამიტომ უკრაინა არ შეიძლება იყოს ქვეყანა, სადაც „გაყინული“ ომია, არამედ უკიდურესად აუცილებელია, რომ შეძლოს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა ტერიტორიების დეოკუპაციისთვის.

რუსეთმა ოდესის საზღვაო-სავაჭრო პორტის ტერიტორიას „კალიბრის“ ოთხი რაკეტა ესროლა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ორი რაკეტა საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო, ორი კი საპორტო ინფრასტრუქტურას მოხვდა.

გუშინ, 21 ივლისს, უკრაინის და რუსეთის დელეგაციებმა სტამბოლში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც უკრაინის პორტების განბლოკვასა და მარცვლეულის ექსპორტის აღდგენას ითვალისწინებს.

დოკუმენტის ხელმოწერას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეშიც ესწრებოდნენ. გენმდივანმა განაცხადა, რომ ხელმოწერილი შეთანხმება გახსნის მარცვლეულის ექსპორტის შესაძლებლობას შავი ზღვაზე უკრაინის სამი ძირითადი პორტიდან - ოდესიდან, იუჟნედან და ჩორნომორსკიდან. დღეს ანტონიუ გუტერეშმა სარაკეტო თავდასხმა დაგმო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]