უკრაინის პრეზიდენტმა დღეს არსებულ მთავარ ამოცანად სამართლიანობის აღდგენა, უკრაინის ინტერესების, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობა დაცვა დაასახელა.
„მიმაჩნია, რომ პროკურატურის მთავარი ამოცანაა, პასუხისგებაში მისცეს ყველა რუსი სამხედრო დამნაშავე, რომლებიც ჩვენს მიწაზე მოვიდნენ და გააკეთეს ის ყველაფერი, რაც ჩვენ და ჩვენმა შვილებმა, სამწუხაროდ, დეტალურად ვიცით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ანდრი კოსტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აგრესორი ქვეყნის მიერ ჩადენილი არც ერთი დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი.
ანდრი კოსტინი 2019 წლიდან უმაღლესი რადას დეპუტატი იყო პარტიიდან „ხალხის მსახური“ და სამართლებრივი პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. გასულ წელს მან მონაწილეობა მიიღო სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსში, თუმცა მისი კანდიდატურა შესარჩევი კომიტეტის წევრებმა დაბლოკეს. საზოგადოებრივი ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ მისი რეპუტაცია საეჭვო იყო.
გენერალური პროკურორის თანამდებობაზე კოსტინის კანდიდატურას მხარი უმაღლესი რადას 299 დეპუტატმა დაუჭირა. ახალი გენპროკურორის პირველი გადაწყვეტილება სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელად ალექსანდრ კლიმენკოს დანიშვნა იყო.
2020 წლის მარტიდან უკრაინის გენპროკურორის თანამდებობას ირინა ვენედიქტოვა იკავებდა. ზელენსკიმ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება დაახლოებით ორი კვირის წინ მიიღო.