„ვგმობ უკრაინელი სამხედრო ტყვეების სასტიკ მკვლელობას რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ოლენივკაში და რუსი სამხედროების მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ სისასტიკეს. ევროკავშირმა რუსეთი უნდა განიხილოს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ევროკავშირს, აკრძალოს რუსეთის მოქალაქეებზე ტურისტული ვიზების გაცემა“, – წერს Twitter-ზე ედგარს რინკევიჩი.
ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ლატვიამ, რუსეთის მოქალაქეებზე ტურისტული ვიზების გაცემაზე უარი თქვა. ეს საკითხი ახლა ფინეთში განიხილება. ინიციატივის ავტორებისთვის, ოპოზიციური პარტია „ეროვნული კოალიციის“ ლიდერებისთვის მიუღებელია ვითარება, როდესაც უკრაინელები ყოველდღიურად იტანჯებიან ომით, ხოლო რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირში მოგზაურობით ტკბებიან.