weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2024

უკრაინის უარი NATO-ში გაწევრიანებაზე არ არის საკმარისი მშვიდობის მისაღწევად – მედვედევი

11:31 შაბათი, 27 აგვისტო 2022

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის განცხადებით, უკრაინაში ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია მესამე მსოფლიო ომის თავიდან ასაცილებლად მიმდინარეობს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ფრანგულ ტელეარხ LCI-სთან ინტერვიუში მედვედევმა თქვა, რომ მესამე მსოფლიო ომის დაწყება იქნებოდა, თუ უკრაინა NATO-ში გაწევრიანდებოდა და რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას დაიწყებდა.

ამასთან, დმიტრი მედვედევის თქმით, NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმა უკვე აღარ წარმოადგენს უკრაინაში მიმდინარე ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის შეწყვეტისთვის საკმარის პირობას.

„ახლა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე უარი აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა მშვიდობის მისაღწევად. აუცილებელია სწორედ იმ [უსაფრთხოების] გარანტიების შემუშავება, რაზეც პრეზიდენტმა პუტინმა ისაუბრა. როგორც კი გარანტიები შემუშავდება, ჩაიდება შეთანხმებაში, დამოწმდება ყველა მხარის მიერ, ეს უკვე იქნება საკმარისი პირობა ოპერაციის შეწყვეტისთვის“, – ამბობს დმიტრი მედვედევი.

მედვედევმა ასევე განაცხადა, რომ „სპეცოპერაცია“ მიმდინარეობს „ყველაზე ზომიერი ვარიანტის მიხედვით“ და რომ რუსი სამხედროები მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მოქმედებენ.

„სიტუაცია რომ სხვაგვარად ყოფილიყო, მაშინ ეს სამხედრო კამპანია შეიძლებოდა უფრო სწრაფად დასრულებულიყო, თუმცა უკრაინისთვის სრულიად განსხვავებული შედეგები იქნებოდა. მთლიანად განადგურდებოდა მისი ინფრასტრუქტურა, გადაწყვეტილების მიღების ცენტრები, ხელისუფლების ორგანოები და ა.შ. ჩვენ არ წავედით ამ ვარიანტზე“, – განაცხადა დმიტრი მედვედევმა.

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ექვსი თვე გავიდა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 22 აგვისტომდე პერიოდში, საომარი მოქმედებების შედეგად უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი 13 477-ს შეადგენს. აქედან 5587 ადამიანი მოკლულია 7890 კი დაშავებული.

 

ამ თემაზე:

ხელებს მაღლა მხოლოდ ერთხელ ავწევთ - როცა მთელ უკრაინაში გამარჯვებას ვიზეიმებთ – ზელენსკი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]