weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ალფონსო კუარონის საქველმოქმედო ინიციატივა მექსიკის დასახმარებლად

13:49 შაბათი, 07 ოქტომბერი 2017

აღიარებულმა ოსკაროსანმა მექსიკელმა კინორეჟისორმა ალფონსო კუარონმა მიწისძვრებით დაზარალებული მექსიკის დასახმარებლად მულტი-პლატფორმული ინიციატივა სახელწოდებით Mexico Rises წამოიწყო, რომელსაც ბევრი ცნობადი სახე შეუერთნდნენ, მათ შორის - მექსიკელი რეჟისორები: ორგზის ოსკაროსანი ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ და კანის ფესტივალის წლევანდელი ოქროს პალმის რტოს ლაურეატი გილერმო დელ ტორო.

ფანდრეიზინგული კამპანია კრაუდფანდინგის პლატფორმა GlobalGiving-ზე მიმდინარეობს. ფინანსური შემოწირულობებით დამანგრეველი მიწისძვრებით დაზარალებულებს საკვებით, სასმელი წყლით, მედიკამენტებითა და თავშესაფრით ეხმარებიან.

საქველმოქმედო კამპანიაში ასევე ჩაერთვნენ ჰოლივუდის ვარსკვლავები: ევა ლონგორია, მარკ რუფალო, ალისია ვიკანდერი, რობერტ დე ნირო, კეისი აფლექი, ნაომი უოტსი, ჩივეტელ ეჯიოფორი, მაიკლ ფასბენდერი და ემილი ბლანტი, რომლებმაც ვიდეომიმართვაში მექსიკისადმი პატივისცემა გამოხატეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი კამპანია მანამდე ცნობილმა მექსიკელმა კინოვარსკვლავმა სალმა ჰაიეკმაც წამოიწყო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]