weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გერმანიაში შესაძლოა ისრაელის დროშის დაწვა კანონით აიკრძალოს

13:41 შაბათი, 16 დეკემბერი 2017

გერმანიის ხელისუფლებამ ბერლინში, ლტოლვილების მიერ გამართული ანტისემიტური აქციის და ისრაელის დროშების დაწვის შემდეგ, გადაწყვიტა მიიღოს კანონი, რომელიც სახელმწიფო დროშების დაწვას აკრძალავს. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„ის, ვინც გერმანიაში ისრაელის დროშას წვავს, გამოხატავს არა მხოლოდ აუტანელ სიძულვილს ისრაელის მიმართ, არამედ არ ესმის რას ნიშნავს იყო გერმანელი“, - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა 15 დეკემბერს, ისრაელის ელჩთან შეხვედრის დროს.

ბერლინში მრავალათასიანი ანტისემიტური აქცია მას შემდეგ გაიმართა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა. ბერლინის ცენტრში გამართულ აქციაზე ანტისემიტური ლოზუნგები გაახმოვანეს და ისრაელის დროშები დაწვეს.

მსგავსი დემონსტრაციები არაერთმა გერმანელმა პოლიტიკოსმა დაგმო. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა კი განაცხადა, რომ გერმანიას ანტისემიტიზმთან ბრძოლაში განსაკუთრებული როლი აქვს. მან პირობა დადო, რომ ინიცირებას გაუკეთებს ახალ კანონს, რომელიც სახელმწიფო დროშების დაწვას აკრძალავს.

„არა მგონია, რომ სხვა სახელმწიფოების დროშებს ნაკლები პატივი უნდა ვცეთ, ვიდრე ამას გერმანიის კანონმდებლობა ითხოვს ჩვენი დროშის მიმართ“, - განაცხადა მინისტრმა.

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის თქმით, ხელისუფლება ეწინააღმდეგება ანტისემიტიზმისა და ქსენოფობიის ნებისმიერ გამოვლინებას და სახელმწიფო გამოიყენებს ყველა კანონიერ ზომას, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი ინციდენტები.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გერმანიაში ანტისემიტური დანაშაულების 90%-ზე მეტი ულტრა-მემარჯვენე ექსტრემისტების მიერ არის ჩადენილი, თუმცა უახლესი კვლევები ადასტურებენ, რომ ასეთი განწყობები მუსლიმ ლტოლვილებს შორისაც ფართოდ არის გავრცელებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]