weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თურქეთი სირიის საზღვარს „ტერორისტებისგან“ გაწმენდს - ერდოღანი

10:31 ორშაბათი, 29 იანვარი 2018

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პირობა დადო, რომ თურქეთი სირიასთან საზღვარს „ტერორისტებისგან“ გაწმენდს. მისივე თქმით, ხელისუფლება ყურადღებას მიაქცევს, რომ სირიელმა ლტოლვილებმა, რომლებიც ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე არიან, სამშობლოში მაშინვე შეძლონ დაბრუნება, როგორც კი ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ დასრულდება.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ეს განცხადებები რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ თურქმა სამხედროება და მათმა მოკავშირე დაჯგუფებებმა, ოპერაცია „ზეთისხლის რტოს“ ფარგლებში, აფრინში სტრატეგიული სიმაღლე ბურსეა დაიკავეს.

სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ინფორმაციით, თურქეთის მიერ განხორციელებულ საჰაერო იერიშებს 28 იანვარს, აფრინში სამი ადამიანი ემსხვერპლა. ომის მონიტორინგის ჯგუფის განცხადებით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა უძველესი ტაძარიც.

თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ქალაქ აფრინში, ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ სახმელეთო და საჰაერო სამხედრო ოპერაცია 9 დღის წინ დაიწყო. თურქეთის ხელისუფლება ქურთულ შეიარაღებულ ფორმირებებს, რომელთაც ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ უჭერს მხარს, ტერორისტებად მიიჩნევს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]