სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ეს განცხადებები რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ თურქმა სამხედროება და მათმა მოკავშირე დაჯგუფებებმა, ოპერაცია „ზეთისხლის რტოს“ ფარგლებში, აფრინში სტრატეგიული სიმაღლე ბურსეა დაიკავეს.
სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ინფორმაციით, თურქეთის მიერ განხორციელებულ საჰაერო იერიშებს 28 იანვარს, აფრინში სამი ადამიანი ემსხვერპლა. ომის მონიტორინგის ჯგუფის განცხადებით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა უძველესი ტაძარიც.
თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ქალაქ აფრინში, ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ სახმელეთო და საჰაერო სამხედრო ოპერაცია 9 დღის წინ დაიწყო. თურქეთის ხელისუფლება ქურთულ შეიარაღებულ ფორმირებებს, რომელთაც ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ უჭერს მხარს, ტერორისტებად მიიჩნევს.