„პილოტმა მოასწრო ეცნობებინა, რომ ჯაბჰათ ალ ნუსრას მებრძოლების მიერ კონტროლირებად რაიონში კატაპულტირება შეძლო“, - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.
უწყების ცნობით, პილოტი ტერორისტებთან ბრძოლის დროს დაიღუპა.
გასული წლის დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სირიაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებზე გაიმარჯვეს. რუსეთმა სირიიდან თავისი სამხედრო კონტიგენტის ძირითადი ნაწილის გამოყვანა დაიწყო. ჰმეიმიმის ავიაბაზაზე ავიაცია, საჰაერო თავდაცვა და სამხედრო ინჟინრები დარჩნენ.
სირიაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში რუსეთის სამხედრო მოსამსახურეები 2015 წლის სექტემბრიდან მონაწილეობენ. ოფიციალური ინფორმაციით, ამ ხნის განმავლობაში დაღუპულია 41 რუსი სამხედრო პირი.