weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს წინ ბორის ნემცოვის სახელობის მოედანი გაიხსნა

01:10 ოთხშაბათი, 28 თებერვალი 2018

აშშ-ში, ვაშინგტონში, რუსეთის საელჩოს წინ რუსი პოლიტიკოსის, 2015 წელს მოკლული ბორის ნემცოვის სახელობის მოედანი გაიხსნა. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, მოედნის გახსნის საზეიმო ღონისძიება 27 თებერვალს გაიმართა და მას ბორის ნემცოვის ქვრივი და შვილი დაესწრნენ.

რატომ გადაწყვიტა აშშ-ის დედაქალაქის მთავრობამ ნემცოვის სახელი მაინცდამაინც რუსეთის საელჩოს წინ მდებარე მოედნისთვის მიენიჭებინა, - ამ საკითხზე კომენტარი ჟანა ნემცოვამ გააკეთა.

„ვფიქრობ, მათი ლოგიკა იმაში მდგომარეობდა, რომ ბორის ნემცოვი რუსი პოლიტიკოსი იყო. რუსეთმა უნდა იამაყოს იმით, რომ ნემცოვი იყო ის სახელმწიფო მოღვაწე და პოლიტიკოსი, რომელსაც უნდოდა, ქვეყანა უფრო აყვავებული, ევროპული და დემოკრატიული ენახა“, - აღნიშნა ბორის ნემცოვის ქვრივმა.

რუსეთის მთავარი კრიტიკოსი ბორის ნემცოვი 2015 წლის 28 თებერვლის ღამეს, მოსკოვის ცენტრში მოკლეს. მას ზურგში ესროლეს. სასამართლომ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო 5 პირი და მათ ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, მკვლელობის დამკვეთების ვინაობა ამ დრომდე უცნობია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]