weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კიევში კარვების ქალაქი დაშალეს - დაკავებულია 100-ზე მეტი აქტივისტი

17:24 შაბათი, 03 მარტი 2018

უკრაინის დედაქალაქ კიევში კარვების ქალაქი დაშალეს, რომელიც უმაღლესი რადას შენობის წინ მიხეილ სააკაშვილის მხარდმჭერებმა და ოპოზიციურმა ძალებმა ოთხი თვის წინ მოაწყვეს. დემონტაჟის დროს შეტაკება მოხდა პოლიციის სპეცდანაყოფების მებრძოლებსა და დემონსტრანტებს შორის. სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დაკავებულია 100-ზე მეტი ადამიანი, არიან დაშავებულებიც.

პილიციამ კარვების ქალაქში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და ჩხრეკის ნებართვა, სისხლის სამართლის ორი საქმის გამოძიების ფარგლებში, სასამართლოსგან მიიღო. კიევის პოლიციის ინფორმაციით, კარვების გაჩხრეკვის შედეგად ხელყუმბარები აღმოაჩინეს. რადას დეპუტატმა ანტონ გერაშენკომ კი განაცხადა, რომ ერთ-ერთ კარავში ნაპოვნია „სააკაშვილის ტახტი“, რომელიც ცნობილი სერიალის „სატახტოთა თამაშის“ მიხედვით არის დამზადებული.

რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ მათთვის მოსალოდნელი იყო მოვლენების ასეთი განვითარება მას შემდეგ, რაც ქვეყნიდან პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მთავარი ოპონენტი, მიხეილ სააკაშვილი გაძევეს.

კარვების ქალაქი უმაღლესი რადას შენობასთან 17 ოქტომბერს, „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის მიხეილ სააკაშვილის, მოძრაობის აქტივისტებისა და სხვა ოპოზიციური პოლიტიკური ძალების ინიციატივით მოეწყო. ისინი რადას დეპუტატებისგან „უკრაინის პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ“ და „ანტიკორუფციული სასამართლოს შესახებ“ კანონების მიღებას, ასევე დეპუტატებისთვის ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვას და ახალი საარჩევნო სისტემის დამტკიცებას ითხოვდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]