weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ლონდონში რუსი ბიზნესმენი ნიკოლაი გლუშკოვი გარდაცვლილი იპოვეს

11:59 ოთხშაბათი, 14 მარტი 2018

რუსული ავიაკომპანია „აეროფლოტის“ დირექტორის ყოფილი მოადგილე და ოლიგარქ ბორის ბერეზოვსკის ბიზნესპარტნიორი, ბიზნესმენი ნიკოლაი გლუშკოვი ლონდონში გარდაცვლილი იპოვეს.

68 წლის გლუშკოვის გვამი 12 მარტს მისმა ახლობლებმა აღმოაჩინეს. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გვამს გაგუდვის ნიშნები ემჩნევა, თუმცა ძალადობრივი სიკვდილის კვალი ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

„ვადასტურებ, რომ გლუშკოვი გარდაიცვალა. როდის მოკვდა ის - შესაძლოა რამდენიმე დღის წინ, ან უფრო ადრე, ზუსტად არ ვიცი. ასევე არვიცი გარემოებები და გარდაცვალების მიზეზი“, - ციტირებს სააგენტო „ინტერფაქსი“ გლუშკოვის ადვოკატის განცხადებას.

ნიკოლაი გლუშკოვი რუსეთიდან დიდ ბრიტანეთში 2004 წელს გაემგზავრა. 2010 წლიდან ამ ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფარი ჰქონდა მიღებული. 2017 წელს, რუსეთში, სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო თაღლითობასა და 122 მილიონი დოლარის გატაცებაში. მას დაუსწრებლად 8-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

 

მსგავს თემაზე:

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრები 14 საეჭვო სიკვდილის გამოძიებას ითხოვენ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]