weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თურქეთმა ქალაქ აფრინზე კონტროლი დაამყარა – ერდოღანი

14:26 კვირა, 18 მარტი 2018

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქი აფრინი თურქეთის ჯარმა და „სირიის თავისუფალმა არმიამ“ (FSA) აიღეს და „ტერორისტებისგან გაათავისუფლეს“. ერდოღანის თქმით, ქალაქის ცენტრში თურქეთის დროშაა აღმართული.

სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ანკარა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სირიელი ლტოლვილები სამშობლოში უახლოეს მომავალში დაბრუნდნენ და ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში ინფრასტრუქტურა აღდგეს.

„თურქეთის ჯარმა მიიღო ყველა ზომა, რათა დაეცვა აფრინის მშვიდობიანი მოსახლეობა. ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ მიმართულია არა აფრინის ოკუპაციისკენ, არამედ ტერორისტების გასანადგურებლად. აფრინში მშვიდობისთვის ვართ“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

თურქეთმა ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ 2018 წლის 20 იანვარს დაიწყო. როგორც ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, ბექირ ბოზდაღმა განმარტა, სამხედრო კამპანია არ არის სირიის ხელისუფლების და მისი ხალხის ან ამ რეგიონში მცხოვრები არაბებისა და ქურთების წინააღმდეგ, არამედ მიმართულია „დაეშის“ (ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“), ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK), დემოკრატიული კავშირის პარტიის (PYD) და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ.

სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 მარტს თურქული მხარის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა. აქედან 7 ბავშვია. სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა ქალაქის მთავარი საავადმყოფოს დაბომბვას.

ჰუმანიტარულ საკითხებში გაერო-ს პრესსპიკერმა ლინდა ტომმა განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებების გამო აფრინი, რომელიც ძირითადად ქურთებით არის დასახლებული, დაახლოებით 48 000-მა ადამიანმა დატოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]