weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ისრაელ-ღაზის საზღვარზე შეტაკებების შედეგად სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა

18:35 შაბათი, 07 აპრილი 2018
ისრაელ-ღაზის საზღვარზე შეტაკებების შედეგად სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა ფოტო © Said Khatib / Agence France-Presse

ისრელისა და ღაზას სექტორის საზღვარზე მომხდარი შეტაკებების შედეგად, პარასკევს, სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა. The Guardian-ის ინფორმაციით, პალესტინელები აცხადებენ, რომ დაღუპულებს შორის 16 წლის მოზარდი და ჟურნალისტიც არიან.

ისრაელის სამხედროებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. გარდა ამისა, მათ ცეცხლი გახსნეს იმ პალესტინელების მისამართით, რომლებიც საზღვარზე გადასვლას ცდილობდნენ. შეტაკებებში ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ასობით პალესტინელი.

პალესტინელებმა მასობრივი დემონსტრაციები „დიდი დაბრუნების მარშის“ ფარგლებში 30 მარტს დაიწყეს. საპროტესტო გამოსვლის მონაწილეები მოითხოვენ, მათ დაბრუნებას იმ მიწაზე, რომელსაც ახლა ისრაელი აკონტროლებს. ეს უკვე მეორე მსგავსი შეტაკებაა ბოლო ერთ კვირაში. 31 მარტის დაპირისპირების შედეგად 20-მდე ადამიანი დაიღუპა.

ისრაელი საზღვართან განვითარებულ მოვლენებს პროვოკაციად აფასებს და პასუხისმგებლობას „ჰამასს“ აკისრებს. პალესტინელები და უფლებადამცველი ორგანიზაციები კი ისრაელს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ.

გასულ კვირაში გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა ისრაელს მოუწოდა, ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოს, რათა მსხვერპლი თავიდან იქნეს აცილებული. „სამოქალაქო პირებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება გამოიყენონ“, - განაცხადა გუტერეშმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]