კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლთან ნახევარსაათიანი პირადი შეხვედრის შემდეგ ტრამპი, მისი მეუღლე მელანია და ოჯახის სხვა წევრები, ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი და მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჰერბერტ რეიმონდ მაკმასტერი, ფოტოსესიაზე შეიკრიბნენ.
დონალდ ტრამპი იტალიის დედაქალაქში პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან და პრემიერ-მინისტრ პაოლო ჯენტილონისთან მოლაპარაკებებს გამართავს.
პრეზიდენტის რანგში ტრამპის უცხოეთში პირველი მოგზაურობა საუდის არაბეთში ვიზიტით დაიწყო, სადაც ის ძირითადად მუსლიმური ქვეყნების ლიდერების სამიტს დაესწრო.