weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დონალდ ტრამპს რუსეთში „საპატიო კაზაკის“ წოდება ჩამოართვეს

02:11 ხუთშაბათი, 12 აპრილი 2018

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს რუსეთში „საპატიო კაზაკის“ წოდება ჩამოართვეს. ეს გადაწყვეტილება პეტერბურგში არსებულმა ორგანიზაცია „ირბისმა“ მიიღო. მათი განცხადებით, ტრამპმა „რუსეთის სახელმწიფო შეურაცხყო და ამის მოთმენა არ შეიძლება“.

2016 წელს, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა და სახელმწიფო დუმამ შამპანიურით აღნიშნა ტრამპის გამარჯვება, ვლადიმერ პუტინმა კი მას მიულოცა, ეიფორიის ფონზე დონალდ ტრამპი კაზაკების საზოგადოების საპატიო წევრად ავირჩიეთ. ჩვენ ის სტუმრადაც მოვიწვიეთ, რადგან ვვარაუდობდით, რომ პეტერბურგში, პუტინის სამშობლოში, შედგებოდა მასთან შეხვედრა.

ამის შემდეგ პოლიტიკური მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც  ჩვენ გვსურდა. როდესაც მივხვდით, რომ შევცდით, მივიღეთ გადაწყვეტილება ორგანიზაციიდან ტრამპის სამარცხვინოდ გარიცხვის თაობაზე, რაც გავაკეთეთ კიდეც“, – განაცხადა „ირბისის“ თავმჯდომარე ანდრეი პოლიაკოვმა.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში კაზაკები შეიკრიბებიან და პეტერბურგში ტრამპის ფიტულს, ამერიკის დროშასთან ერთად დაწვავენ.

11 აპრილს დონალდ ტრამპმა რუსეთი ასადის რეჟიმის მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა და უპასუხა რუსი დიპლომატის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთი სირიის მიმართულებით აშშ-ის მიერ გაშვებულ ყველა რაკეტას ჩამოაგდებს. ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის დაპირების მიუხედავად, ასეთ რაკეტებს გაუშვებენ.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონსა და მოსკოვს ახლა უფრო ცუდი ურთიერთობა აქვთ, ვიდრე „ცივი ომის“ დროს ჰქონდათ.

ჰუმანიტარული ორგანიზაციების ინფორმაციით, 7 აპრილს, სირიის სამთავრობო ძალების ალყაში მყოფ აღმოსავლეთ ღუტის რაიონის ქალაქ დუმაში გამოყენებული იყო ქიმიური იარაღი, რომელსაც სულ მცირე 70 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სირიის მთავრობამ და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ქიმიური თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ცნობებს სიცრუე უწოდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქიმიური იარაღის გამოყენება დადასტურდება, რუსეთს, რომელიც ასადის მთავრობას უჭერს მხარს, მომხდარის გამო პასუხისგება მოუწევს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]