weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეის დროზე გადავა

18:19 კვირა, 29 აპრილი 2018

კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა საათს 30 წუთით წინ გადაწევს და სამხრეთ კორეის დროზე გადავა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ორი ქვეყნის ისტორიულ სამიტზე მიიღეს.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი კორეის პრეზიდენტ მუნ ჯე-ინს 27 აპრილს, პანმუნჯომში შეხვდა. მხარეებმა პირობა დადეს, რომ იმუშავებენ კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღისგან სრულად გასათავისუფლებლად. სამიტის შემდეგ კიმ ჩენ ინმა და მუნ ჯე-ინმა განაცხადეს, რომ ხელს მოაწერენ სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც ოფიციალურად დაასრულებს ორ ქვეყანას შორის ომს.

კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის პირველი ლიდერია, რომელიც 1950-53 წლების კორეის ომის შემდეგ სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე გადავიდა. ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები 2000 და 2007 წლებში ჩრდილოეთ კორეაში, ფხენიანში გაიმართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]