weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

იერუსალიმში აშშ-ის საელჩოსთან მოედანს სახელი ტრამპის პატივსაცემად შეურჩიეს

14:31 სამშაბათი, 08 მაისი 2018

იერუსალიმში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან არსებულ მოედანს სახელს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პატივსაცემად დაარქმევენ. ამის შესახებ იერუსალიმის მერმა ნირ ბარკატმა განაცხადა.

მოედნის გახსნა მომდევნო კვირაში იგეგმება და მას „დონალდ ტრამპის პატივსაცემად აშშ-ის მოედანი“ ეწოდება.

„ასე პასუხობს იერუსალიმი აშშ-ის პრეზიდენტისა და ხალხის სიყვარულს. პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტა ებრაელი ხალხის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარება, ის მხარს უჭერს ისტორიულ ჭეშმარიტებას და სწორად იქცევა“, - განაცხადა მერმა.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ისრაელში თელ-ავივის ნაცვლად იერუსალიმში 14 მაისიდან გაიხსნება.

2017 წლის დეკემბერში დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა და საელჩოს გადატანის გადაწყვეტილება მიიღო.

იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილს, სადაც ძველ ქალაქში ქრისტიანებისთვის, მუსლიმებისა და იუდეველებისთვის წმინდა ადგილებია, პალესტინელები მათი მომავალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს დედაქალაქად აღიარებენ. ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ პალესტინელთა ლიდერმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ვეღარ იქნება შუამავალი ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]