აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მას ნამდვილად სჯერა, რომ ჩრდილოეთ კორეას ბრწყინვალე პოტენციალი აქვს და ერთ დღეს ეკონომიკური და ფინანსური განვითარების მხრივ დიდებული ქვეყანა იქნება. „კიმ ჩენ ინი ამაში მეთანხმება. ეს ასეც მოხდება“, – წერს ტრამპი „ტვიტერზე“.
24 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა კიმ ჩენ ინს წერილი გაუგზავნა, რომლითაც ატყობინებდა, რომ 12 ივნისისთვის, სინგაპურში დაგეგმილი შეხვედრა აღარ გაიმართებოდა. ტრამპი წერდა, რომ კიმ ჩენ ინთან შეხვედრა ძალიან სურდა, თუმცა, ჩრდილოეთ კორეის ბოლოდროინდელ განცხადებებში გამოხატული სიძულვილის და აშკარა მტრობის გამო, შეუძლებლად მიაჩნდა შეხვედრის გამართვა. 26 მაისს, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ შეხვედრის ჩატარების იმედი აქვს.