weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დონალდ ტრამპი – ჩრდილოეთ კორეას ბრწყინვალე პოტენციალი აქვს

11:01 ორშაბათი, 28 მაისი 2018

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლები კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში ჩავიდნენ. ისინი დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის შეხვედრის გამართვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მას ნამდვილად სჯერა, რომ ჩრდილოეთ კორეას ბრწყინვალე პოტენციალი აქვს და ერთ დღეს ეკონომიკური და ფინანსური განვითარების მხრივ დიდებული ქვეყანა იქნება. „კიმ ჩენ ინი ამაში მეთანხმება. ეს ასეც მოხდება“, – წერს ტრამპი „ტვიტერზე“.

24 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა კიმ ჩენ ინს წერილი გაუგზავნა, რომლითაც ატყობინებდა, რომ 12 ივნისისთვის, სინგაპურში დაგეგმილი შეხვედრა აღარ გაიმართებოდა. ტრამპი წერდა, რომ კიმ ჩენ ინთან შეხვედრა ძალიან სურდა, თუმცა, ჩრდილოეთ კორეის ბოლოდროინდელ განცხადებებში გამოხატული სიძულვილის და აშკარა მტრობის გამო, შეუძლებლად მიაჩნდა შეხვედრის გამართვა. 26 მაისს, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ შეხვედრის ჩატარების იმედი აქვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]