„დოიჩე ველეს“ რუსული სამსახურის ინფორმაციით, ანალოგიური გამოკითხვის დროს, რომელიც 2017 წლის აგვისტოში ჩატარდა, გამოკითხულთა 67 %-ს სურდა, 2018 წელს პრეზიდენტად პუტინი ყოფილიყო არჩეული.
ამასთან, გამოკითხულთა 57 % (2017 წელს კი 42 %) ამბობს, რომ ქვეყანაში მასშტაბური ცვლილებები სურს, 30 % კი დარწმუნებულია, რომ სამთავრობო ცვლილებებით არსებული პრობლემები ვერ მოგვარდება.
„ლევადა-ცენტრმა“ ბოლო გამოკითხვა 24-30 მაისს, 136 დასახლებულ პუნქტში ჩაატარა და მასში მონაწილეობა 1600-მა ადამიანმა მიიღო.
18 მარტს ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით - 6 წლით აირჩიეს. ზედიზედ მესამე ვადით კენჭისყრის შესაძლებლობას რუსეთის კონსტიტუცია არ ითვალისწინებს. თუმცა მაისში ჩეჩნეთის პარლამენტმა სახელმწიფო დუმაში განსახილველად წარადგინა კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტის თანამდებობაზე ერთი და იმავე პირის სამი ვადით არჩევას ითვალისწინებს. ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს „ალტერნატივა არ ჰყავს“.