„ბი ბი სის“ ინფორმაციით, კომპანიაში განაცხადეს, რომ ამის შესახებ უკვე შეატყობინეს მთავრობას და გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ საკუთარი კლიენტებისა და მთლიანად ერის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებენ.
ავიაკომპანიის უკმაყოფილება გამოიწვია მთავრობის მიერ ე.წ. ვინდრაშის თაობის ემიგრანტების და ასევე, დიდ ბრიტანეთში თავშესაფრის მაძიებელი ლგბტ თემის წევრების დეპორტაციის შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებამ. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ 2018 წლის აპრილში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თანამეგობრობის ქვეყნებიდან ბრიტანეთის მიწვევით ჩასული მიგრანტების ნაწილი (ე.წ. ვინდრაშის თაობა) შეცდომით შეიყვანა არალეგალი მიგრანტების კატეგორიაში. ამის გამო მთავრობა მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი კი თანამდებობიდან გადადგა.
მოძრაობა „ლესბოსელები და გეები მიგრანტების მხარდასაჭერად“ მოუწოდებენ სხვა ავიაკომპანიებსაც, როგორებიცაა British Airways და Qatar Airways, რომლებიც ასევე მონაწილეობენ მიგრანტების იძულებით დეპორტაციაში, მიბაძონ Virgin Atlantic-ს და გაითვალისწინონ, თუ რა საფრთხე ემუქრებათ ლგბტ თემის წევრებს იმ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ, სადაც მათ დევნიდნენ.