weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ილონ მასკმა ტაილანდელი ბავშვების გადასარჩენად მინი წყალქვეშა ნავი გამოსცადა [Video]

11:05 ორშაბათი, 09 ივლისი 2018

Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა ტაილანდში, ნახევრად დატბორილ გამოქვაბულში ჩარჩენილი ბავშვების გამოსაყვანად მინი წყალქვეშა ნავი გამოსცადა. მასკმა ვიდეო Twitter-ზე გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ გამოცდა ლოს ანჯელესში, ერთ-ერთ აუზში მიმდინარეობს.

23 ივნისს, ექსკურსიაზე მყოფი საფეხბურთო გუნდის 12 წევრი და მათი 25 წლის მწვრთნელი ტაილანდის ერთ-ერთ გამოქვაბულში ჩარჩნენ. ძლიერი წვიმების გამო, გამოქვაბულის შესასვლელი დაიბლოკა და შიგნით წყლის დაგროვება დაიწყო. ბავშვებს, რომელთა ასაკი 11-დან 16 წლამდეა, 2 ივლისს მიაკვლიეს. ისინი გამოქვაბულის შესასვლელიდან 4 კილომეტრში, შემაღლებულ ადგილზე არიან. 8 ივლისიდან სამაშველო ოპერაცია დაიწყო და ოთხი ბავშვი უკვე გადარჩენილია. იმის გამო, რომ ბავშვება ცურვა არ იციან, აკვალანგის გამოყენება ასწავლეს და გარეთ მყვინთავების დახმარებით გამოჰყავთ.

ილონ მასკმა ტაილანდის ხელისუფლებას ბავშვების ევაკუირების საკუთარი გეგმა შესთავაზა. მისი ვერსიით, შესაძლებელია ბავშვების გარეთ გამოყვანა მცირე ზომის წყალქვეშა ნავით, რომელიც დამზადებულია SpaceX-ის რაკეტა Falcon-ის ჟანგბადით მომმარაგებელი მილისგან. ნავში მხოლოდ ერთი ბავშვის მოთავსებაა შესაძლებელი და საკმარისად მსუბუქია იმისთვის, რომ ორმა მყვითავმა გადააადგილოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]