weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლონდონის ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

13:26 ორშაბათი, 05 ივნისი 2017

3 ივნისს, ლონდონში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება მათ საკუთარი საინფორმაციო სააგენტოს მეშვეობით გაავრცელეს.

დიდი ბრიტანეთის სამართალდამცავ ორგანოებს ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ამ განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა მათი ცნობით, ტერაქტის მონაწილეთა ვინაობა დადგენილია. ამასთან, ტერაქტთან დაკავშირებით დაკავებულია 12 ადამიანი.

შეგახსენებთ, 3 ივნისს, ღამით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მიკროავტობუსი ლონდონის ხიდზე შეიჭრა და ქვეითები გაიტანა. ამის შემდეგ დანებით შეიარაღებული თავდამსხმელები ხიდთან მდებარე სავაჭრო ცენტრში ადამიანებს დაესხნენ თავს. თავდასხმების შედეგად 7 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 48 კი დაშავდა.

პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმები სამმა ადამიანმა განახორციელა და ყველა მათგანი ლიკვიდირებულია.

აღსანიშნავია, რომ ეს დიდ ბრიტანეთში განხორციელებული უკვე მესამე ტერაქტია ბოლო სამ თვეში, რომელზეც პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. 22 მაისს, თვითმკვლელმა ტერორისტმა მანჩესტერში, ამერიკელი მომღერლის არიანა გრანდეს კონცერტზე აფეთქება მოაწყო და 22 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 22 მარტს კი 52 წლის ხალიდ მასუდი ვესტმინსტერის ხიდზე სატვირთო მანქანით ქვეითებს დაეჯახა და 5 მათგანი მოკლა.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]