weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

„რუსეთი მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა“ - ვლადიმერ პუტინი

17:11 ხუთშაბათი, 13 სექტემბერი 2018

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლება ბოლო თაობის შეიარაღებითა და ტექნიკით არმიის გაძლიერებას აგრძელებს, რათა საჭიროების შემთხვევაში სამხედროები მზად იყვნენ ქვეყნის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დასაცავად და მოკავშირეთა მხარდასაჭერად.

პუტინი ციმბირში მდებარე ცუგოლის პოლიგონზე იმყოფებოდა, სადაც მასშტაბური სამხედრო წვრთნის მიმდინარეობას გაეცნო. მისი განცხადებით, რუსეთი მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა, რომელსაც არ აქვს და არ შეიძლება ჰქონდეს აგრესიული გეგმები და მისი საგარეო პოლიტიკა მიმართულია შემოქმედებითი თანამშრომლობისკენ ყველა სახელმწიფოსთან, რომელიც დაინტერესებულია ასეთი თანამშრომლობით.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 11 სექტემბერს დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება სახელად «Восток 2018», რომელიც უკვე დაგმო NATO-მ და აღნიშნულ სამხედრო მანევრს ფართომასშტაბიანი კონფლიქტისთვის მზადება უწოდა. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შეფასებით, აგრესიული რუსეთი მნიშვნელოვნად ზრდის სამხედრო ბიუჯეტსა და თავის სამხედრო ძალას.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]