ორი კორეის ლიდერების მოლაპარაკებების პირველი რაუნდის დღის წესრიგში დგას საკითხები, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის შეჩერება, ორ კორეას შორის ურთიერთობის განვითარება და ფხენიან-ვაშინგტონის დიალოგის გაგრძელება.
ორი კორეის ლიდერები წელს მესამედ ხვდებიან ერთმანეთს. პირველი ორი შეხვედრა აპრილსა და მაისში გაიმართა. აპრილში ორმა ლიდერმა განაცხადა, რომ ხელს მოაწერენ ხელშეკრულებას, რომელიც ოფიციალურად მოუღებს ბოლო საომარ მდგომარეობას ამ ორ ქვეყანას შორის. შეთანხმება ასევე შედგა კორეის ნახევარკუნძულის სრული დენუკლეარიზაციის მისაღწევად.
მაისში კი მათი შეხვედრა სინგაპურში გაიმართა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის წინ.