weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

სპორტი

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გუნდის, გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა სამუნდიალედ საბოლოო შემადგენლობა დაასახელა, სადაც მრავალი სიახლე და სენსაციაცაა.

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ქართველ სუმოისტს, ლევან გორგაძეს, იგივე ტოჩინოშინს, სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა.

პროფესიონალი ქართველი სუმოისტი, ოძეკის წოდების მქონე ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი საქართველოში დაბრუნდა. 2018 წელს მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ, ტოჩინოშინი იაპონიიდან სამშობლოში პირველად ჩამოვიდა.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) სუპერფინალური სერიის მეორე შეხვედრაში „გოლდენ სტეიტ ვორიორზმა“ კლივლენდის „კავალიერზი“ 122:103 დაამარცხა და ფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა.

საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე ტურში უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ მასპინძელთა ნაკრებს უშეღავათო ბრძოლა გაუმართეს, თუმცა საბოლოოდ 12:24 დამარცხდნენ.

3 ივნისს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ჭიდაობის მსოფლიოს გაერთიანების ეგიდით საერთაშორისო ახალგაზრდული ტურნირი დასრულდა, სადაც საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

2-3 ივნისს, რუსთავში მსოფლო ჩემპიონ თემო ყაზარაშვილის სახელობის XXI საერთაშორისო ტურნირი გაიმართა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის.

ურუგვაის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესმა საბოლოო სია დაასახელა, რომელშიც ის 23 ფეხბურთელი მოხვდა, ვინც რუსეთში გასამართ მოახლოებულ მუნდიალზე „სელესტეს“ ღირსებას დაიცავენ.

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა თანამდებობა დატოვა. გადადგომის შესახებ განცხადება მან Facebook-ის საშუალებით გაავრცელა.

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიის ქალაქ შვაცში გამართული ამხანაგური მატჩი მალტის ნაკრებთან მინიმალური სხვაობით 1:0 მოიგო. აღსანიშნავია, რომ „ჯვაროსნები“ მეორე ტაიმიდან 10 ფეხბურთელით დარჩნენ მოედანზე და შემდეგ მოახერხეს გამარჯვების მოპოვება,…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]