weather cur horoscope tv
მაისი 03, 2024

სპორტი

ტოჩინოშინის სახელით ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ მაისის 15-დღიანი სუპერტურნირი ნაცუ ბაშო გამარჯვებითა და თერთმეტქულიანი დადებითი ბალანსით (13:2) დააგვირგვინა, მაგრამ „იმპერატორის თასის“ მოსაპოვებლად ეს შედეგი საკმარისი არ აღმოჩნდა. ტოჩინოშინს ტურნირზე…

2017-2018 წლების ჩემპიონთა ლიგა მადრიდის „რეალმა“ მოიგო. კიევში გამართულ ფინალურ მატჩში „ლივერპულის“ დამარცხებით „სამეფო კლუბმა“ ზედიზედ ემსამედ შეძლო ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის მოგება, სულ კი ისტორიაში ჩემპიონთა თასს მეცამეტედ დაეუფლა.…

დღეს 2018 წლის ერთ-ერთი მთავარი საფეხბურთო მატჩი - ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება. ევროპული საკლუბო სეზონის დამაგვირგვინებელ შეხვედრაში კიევის ოლიმპიურ სტადიონზე ერთმანეთის წინაშე მადრიდი „რეალი“ და „ლივერპული“ წარდგებიან.

მაისის მიმდინარე სუპერტურნირზე ლევან გორგაძემ ზედიზედ მეორე მარცხი მიითვალა. ტოჩინოშინის სახელით ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა მე-14 ორთაბრძოლა იოკოზუნა კაკურიუსთან დათმო, რომელიც ტოჩინოშინის ძლევით ნაცუ ბაშოზე ერთპიროვნულად გალიდერდა.

საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ მცხეთაში გამართულ ლიგა 2-ის მატჩში გათამაშების პირველადგილოსანი თბილისის „ვიტ ჯორჯია“ ბრწყინვალე თამაშის წყალობით 4:2 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში პოზიცია მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირკაშვილი სუმოისტ ლევან გორგაძის, იგივე ტოჩინოშინის გამარჯვებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი წარმატება, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია იაპონიაში საქართველოს წარმოჩენისთვის.

ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირზე ლევან გორგაძემ წაუგებელი სერია შეწყვიტა და პირველად დამარცხდა, თუმცა ტოჩინოშინის სახელით ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა ნაცუ ბაშოზე ლიდერობა შეინარჩუნა.

სამცხე-ჯავახეთის უნივერსალური ორთაბრძოლების კლუბის, „13 ლეგიონის“ წევრმა ამირან გოგოლაძემ რუსი მოწინააღმდეგე თაიმურაზ გურიევი დაამარცხა. შეჯიბრი შერეულ ორთაბრძოლაში სახელწოდებით M-1 Challenge 92 , 24 მაისს სანკტ-პეტერბურგში გაიმართა.

იტალიური საფეხბურთო კლუბი „მილანი“ შესაძლოა ევროპა ლიგის გათამაშებიდან მოიხსნას. როგორც იტალიური მედია იტყობინება, „როსონერის“ სანქციები ე.წ. ფინანსური ფეირ-პლეის წესის დარღვევისთვის ემუქრება.

ლევან გორგაძე წაუგებელ ასპარეზობას აგრძელებს. ტოჩინოშინის სახელით ცნობილმა სუმოისტმა მაისის სუპერტურნირზე მე-12 გამარჯვება ყველა დროის საუკეთესო სუმოისტთან, იოკოზუნა ჰაკუჰოსთან მოიპოვა, ვისთანაც აქამდე გამართული 25 შეხვედრიდან ყველა წაგებული ჰქონდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]