weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

სპორტი

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა თურქეთის ქალაქ სტამბოლში ჩატარებულ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მე-3 ადგილი დაიკავა.

აშშ-ში ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი დაიწყო. „ჩაქუჩას“ მეტსახელით ცნობილ ქართველ მოკრივეს, რომელიც რუსულ მაფიასთან კავშირის ბრალდებით გასული წლის ზაფხულში დააკავეს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 40 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შვეიცარიის ნაკრების 34 წლის კაპიტანი შტეფან ლიხტშტაინერი კარიერას ლონდონის საფეხბურთო კლუბ „არსენალში“ გაგრძელებს.

მსოფლიოს 21-ე საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის საბოლოო შემადგენლობა ცნობილია. რუსეთის ნაკრების თავკაცმა სტანისლავ ჩერჩესოვმა სამშობლოში გასამართი მუნდიალისთვის 23 ფეხბურთელი შეარჩია.

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 23 წლამდელთა შორის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მძიმეწონოსანმა (120 კგ) ზვიად პატარიძემ ფინალში თურქი ოსმან ილდირიმი საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ დაამარცხა ჩემპიონი გახდა.

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდი საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში სტუმრად ლუქსემბურგის ნაკრებთან მინიმალური სხვაობით დამარცხდა. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა „ჯვაროსნებმა“ მატჩის ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის 69-ე წუთზე მიიღეს.

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მკლავჭიდში, ზუგდიდელმა სპორტსმენმა დავით სამუშიამ პირველი ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ სამუშიამ გასულ წელს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულებიც მოიპოვა.

ბელგიის ნაკრების ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა მსოფლიოს ჩემპიონატზე წამსვლელი 23 ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ „წითელი ეშმაკების“ სამუნდიალე განაცხადშია კაპიტანი ვენსან კომპანი, რომელმაც პორტუგალიასთან ამხანაგურ მატჩში ტრავმა მიიღო და…

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას პლეი-ოფის ნახევარფინალში „სასკი ბასკონიამ” დამაჯერებლად დაამარცხა „ბარსელონა“ და სერიაში დაწინაურდა. ბასკური გუნდი, რომელშიც თორნიკე შენგელია ასპარეზობს, უპირატესობას მთელი თამაში ფლობდა და საბოლოო ჯამში კი მატჩი…

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფია შაფათავამ პორტუგალიის ქალაქ ობიდოსში გამართული ტურნირი მოიგო წყვილთა თანრიგში, რომლის საპრიზო ფონდი $25 000 იყო. შაფათავას მეწყვილე რუსეთის სახელით მოასპარეზე 18 წლის აფხაზი ჩოგბურთელი ამინა ანშბა გახლდათ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]