weather cur horoscope tv
მაისი 03, 2024

სპორტი

ტიტულოვანი იტალიელი სპეციალისტი კარლო ანჩელოტი „ნაპოლის“ გაწვრთნის. 58 წლის მწვრთნელმა ნეაპოლიტანურ კლუბთან 2021 წლამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, პირველი რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენებით დააჯილდოვა.

საფეხბურთო კლუბ ლონდონის „არსენალს“ გასულ კვირას „პარი სენ-ჟერმენიდან“ გათავისუფლებული მწვრთნელი უნაი ემერი ჩაიბარებს, რომელიც ლონდონურ კლუბში არსენ ვენგერს შეცვლის. 46 წლის ბასკი სპეციალისტი „მეთოფეებს“ მომდევნო ორი წლის განმავლობაში გაწვრთნის.

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, შოთა ხაბარელის განცხადებით, ძიუდოისტებს, რომლებიც ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ, მყარი არგუმენტები აქვთ. ხაბარელის თქმით, ეს არგუმენტები არის იმის…

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე სუმოს სუპერტურნირ ნაცუ ბაშოზე შეუჩერებლად მიიწევს წინ ლევან გორგაძე. ტოჩინოშინის სახელით ცნობილმა ქართველმა სეკიტორიმ ზედიზედ მოპოვებული 11 გამარჯვებით რანგში დაწინაურება გაინაღდა.

ესპანეთში რეგულარული საკალათბურთო ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „ლიგა ენდესას“ ხელმძღვანელობამ 2017-18 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. ხუთ რჩეულ კალათბურთელს შორის საქართველოს ნაკრებისა და „ბასკონიას” ფორვარდი თორნიკე შენგელიაცაა.

ღია ლიგის პირველადგილოსანმა გურჯაანის „ალაზანმა“ მე-6 ტურის მატჩი სტუმრად დუშეთში, მეორეადგილოსან „დიდუბესთან“ გამართა და პრინციპულ შეხვედრაში 0:2 დამარცხდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მალტასა და ლუქსემბურგთან ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას იწყებს. სლოვაკმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ივნისის ტესტ-მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში 26 ფეხბურთელს უხმო. მათ შორის, ოთხი დებიუტანტია.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის საზეიმო კვირეულის ფარგლებში, ქართული ფეხბურთის განვითარებასა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული განსაკუთრებული წარმატებისთვის…

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ ფეხბურთელთა გაფართოებული შემადგენლობიდან სია 23 ფეხბურთელამდე შეამცირა, სადაც რუსეთში მოთამაშეთა შორის ადგილი ვერ მოიძებნა იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირ მაურო იკარდისთვის.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]