weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

სანქციები იმდენად აბსურდულია, რომ მხოლოდ სიცილი დაგვრჩენია – კადიროვი

10:53 ორშაბათი, 28 თებერვალი 2022

რამზან კადიროვი რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ირონიით ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის ლიდერები თავიანთ გადაწყვეტილებებს არ გააუქმებენ, ჩეჩნეთი მათ ასევე „სანქციებით“ უპასუხებს. კადიროვი ბორის ჯონსონს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ჯოზეფ ბორელს „ვადას 31 თებერვლამდე აძლევს“.

კადიროვმა განცხადება საკუთარ Telegram არხზე გაავრცელა. მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები „იმდენად აბსურდულია“, რომ რუსეთში მხოლოდ ის დარჩათ „ამ უშედეგო მცდელობებზე“ იცინონ.

„სიცარიელე გაყინეს. სრული კონფუზი! და მაინც, მიუხედავად მთელი ამ კომედიისა, მკაცრი შურისძიებისა და საპასუხო ზომების დრო დადგა. ისინი ასე უნდა გამოიყურებოდნენ:

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროდიპლომატიის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა უარი უნდა თქვან თავიანთ განცხადებებზე.

წინააღმდეგ შემთხვევაში ჩეჩნეთის რესპუბლიკა, ზემოთ აღნიშნული პირების განცხადებების თავხედური და პრეტენზიული ხასიათის გათვალისწინებით, იტოვებს უფლებას დააწესოს შემდეგი სანქციები: მათი თვითმფრინავებისთვის ჩეჩნეთის ცის დახურვა; ჩეჩნურ ბანკებში ჯონსონის რუბლის მთელი აქტივების გაყინვა; აჩხოი-მართანში ბრიტანელი ოლიგარქების ყველა ქონებაზე ემბარგოს დაწესება, ხოლო ვითრების გაუარესების შემტხვევაში იგივეს გაკეთება გაუარესების შემთხვევაში - სამაშკში; მემარცხე მოძრაობის აღიარება შუასაუკუნეების საზიზღარ გადმონაშთად აღიარება; ბოლოს და ბოლოს აღიარება, რომ ინგლისური ჩაი არ არსებობს. 

ვადას ვაძლევ 31 იანვამდე. ეს ზომები მიღებული იქნება სხვა სახელმწიფოების მიმართაც. წინასწარ დაფიქრდით, ვიდრე რაღაც სანქციებს დააწესებთ“, – განაცხადა კადიროვმა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. 

 

ამ თემაზე:

EU-მა რუსეთის თვითმფრინავებისთვის ცა დაკეტა – აკრძალვა ეხება ოლიგარქებსაც

მოკავშირეებმა, სანქციების ფარგლებში, რუსული ბანკებს SWIFT-ის სისტემიდან გათიშვა დააანონსეს

ევროკავშირი პირველად აწესებს სანქციებს პუტინისა და ლავროვის წინააღმდეგ

VTB ბანკის აქტივებს გაყინვა და „აეროფლოტის“ ფრენების აკრძალვა – ბრიტანეთის ახალი სანქციები

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]