weather cur horoscope tv
ნოემბერი 14, 2024

„ჩემი წასვლის დროც მოვიდა“ – კადიროვმა თქვა, რომ გადადგომის შესახებ ფიქრობს

19:09 შაბათი, 03 სექტემბერი 2022

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვმა განცხადებით, შეამჩნია, რომ თანადებობაზე ყოფნა გაუგრძელდა და მიაჩნია, რომ უვადო და ხანგრძლივი შვებულებას იმსახურებს. როგორც ის დღეს გავრცელებულ მიმართვაში ამბობს, თანამდებობიდან წასვლის შესახებ ფიქრობს.

„ახლა გავიგე, რომ რუსეთის ფედერაციის სუბიექტების ხელმძღვანელბს შორის ყველაზე დიდი ხანია თანამდებობას ვიკავებ. პირველ ადგილზე ვარ. უკვე 15 წელია, რაც რესპუბლიკას ვხელმძღვანელობ. ჩვენ, კავკასიელებს, ჩეჩნებს გვაქვს ანდაზა - როგორი პატივსაცემი, როგორი ნანატრიც არ უნდა იყოს სტუმარი, თუ თავის დროზე მიდის, სასიამოვნოა.

ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩემი წასვლის დროც მოვიდა, სანამ არ გავუგდივარ. ასე რომ, ასეთი ამბებია.

როგორც აღმოჩნდა, უკვე მოხუცი ვარ. ოდესღაც ახალგაზრდა ვიყავი, ყველაზე გამოუცდელი და ახლაც ასეთი ვარ - გამოუცდელი დავრჩი, მაგრამ ახალგაზრდობა სადღაც წავიდა. ამის შესახებ უკვე დავიწყეთ ფიქრი და შევეცდებით, რომ დროულად წავიდე“, – ამობს კადიროვი და იმედს გამოთქვამს, რომ მის ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერენ და გაგებით მოეკიდებიან.

რამზან კადიროვი, რომელიც ხშირად თავს ვლადიმერ პუტინის ერთგულ ჯარისკაცს უწოდებს, ჩეჩნეთის შეუცვლელი ლიდერია 2007 წლიდან. ბოლო არჩევნები ერთი წლის წინ გაიმართა და მასში კადიროვმა ამომრჩეველთა ხმების 99.7% მიიღო.

კადიროვის მმართველობის პერიოდში ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების მხრივ მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამის შესახებ რუსეთში მომუშავე უფლებადამცველებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთ ანგარიშშია ნათქვამი.

რამზან კადიროვის სახელს უკავშირებენ რუსეთის საზღვრებს გარეთ მყოფი მისი კრიტიკოსების მკვლელობის არაერთ ფაქტს, ისევე როგორც ჩეჩნეთში განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის თუ პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ მუქარას, მათზე ძალადობას, დევნასა და შევიწროებას.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, ჩეჩნეთის ხელისუფლებას ხელყოფილი აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება და სასამართლო სისტემა არის რეპრესიების განხორციელების საშუალება მათ მიმართ, ვინც კადიროვის დანაშაულებებს ააშკარავებს. მძიმე მდგომარეობაა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მხრივაც. რამზან კადიროვი არ ერიდება ჟურნალისტებისადმი ღია მუქარას.

2020 წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რამზან კადროვი, მისი მეუღლე და ორი შვილი სანქცირებულთა სიაში შეიყვანა. დეპარტამენტმა ეს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში კადიროვის მონაწილეობის გამო მიიღო. მანამდე, 2017 წლიდან რამზან კადიროვი უკვე იყო აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ე.წ. მაგნიტსკის სიაში, რომელიც ითვალისწინებს ეკონომიკურ და სავიზო სანქციებს იმ პირთა წინააღმდეგ, ვისაც კავშირი აქვს კორუფციასთან და ადამიანის უფლებების დარღვევასთან.

 

ამ თემაზე:

ჩეჩნეთში მოკლეს 19 წლის ბიჭი, რომელიც კადიროვის კრიტიკის გამო 2020 წელს გაიტაცეს და აწამეს

კადიროვი უკრაინაში მებრძოლ იჩქერიის მომხრეებს სისხლის აღებით ემუქრება

ჩეჩნეთის ლიდერის მუქარების შემდეგ ჟურნალისტი ელენა მილაშინა რუსეთს ტოვებს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]