weather cur horoscope tv
ნოემბერი 14, 2024

კავკასია

2 აპრილს, სომხეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ, რომლის თავმჯდომარე მოქმედი პრეზიდენტი სერჟ სარქისიანია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მმართველმა პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 49,12% (771 247 ხმა) მიიღო.

ჩეჩნეთის პარლამენტმა განათლების შესახებ კანონში ცვლილება დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, მოსწავლეებს აღმსარებლობის შესაბამისად, სკოლებში ტრადიციული რელიგიური სამოსის და ნივთების ტარების უფლება ექნებათ.

აზერბაიჯანის ბეილაგანის რაიონის ერთ-ერთ სკოლაში ბიჭებმა არასრულწლოვანი მოსწავლე გოგონა გააუპატიურეს, ძალადობის ფაქტი კი კამერით გადაიღეს. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, 17 წლის გოგონას ბიჭები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვიდეოს გავრცელებით ემუქრებოდნენ, რის გამოც…

„საქართველო დათანხმდება, რომ აზერბაიჯანს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე უფრო მეტი მორალური და იურიდიული უფლება აქვს. ამის გარდა, ეს ზონა სტრატეგიულ სიმაღლეს წარმოადგენს და მასზე უარს ვერ ვიტყვით“, - ამის შესახებ…

აზერბაიჯანელ რეპორტიორთა თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის თავმჯდომარეს, ბლოგერ მეჰმან ჰუსეინოვს 2017 წლის 3 მარტს სასამართლომ 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ჰუსეინოვი სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ცილისწამებისთვის დამნაშავედ ცნეს და სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქვეყნის პირველ ვიცე-პრეზიდენტად საკუთარი მეუღლე, მეჰრიბან ალიევა დანიშნა. პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანება დღეს გამოქვეყნდა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბრიუსელში ვიზიტისას შეხვედრა გააუქმა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, ანტონიო ტაიანისთან, რომელმაც აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევის პრობლემაზე შეხვედრას უმასპინძლა.

აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ცნობით, მისმა თანამშრომლებმა ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი ოთხი პირი მოკლეს, რომლებიც მთავრობის ინფორმაციით, ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავდნენ.

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს სასამართლომ ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯა 20-მდე ოპოზიციონერს, რომლებიც დამნაშავედ გამოცხადდნენ მთავრობის გადადგომისაკენ საჯარო მოწოდებებით, აგრეთვე ეთნიკური, რელიგიური და სოციალური სიძულვილის გაღვივებაში.

ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრორუსმა ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთში ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 50-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ეს განცხადებები კადიროვმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ დაკავებულები სირიაში მყოფი…

გვერდი 45 სულ 45

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]