weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2024

კავკასია

ჩეჩნეთში ჰომოსექსუალების დევნასა და წამებას შესაძლოა პარლამენტის თავმჯდომარე მაგომედ დაუდოვი, მეტსახელად „ლორდი“, ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Human Rights Watch-ის სპეციალურ ანგარიშშია ნათქვამი.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრზე კონტრაბანდის ბრალდებით დაკავებულ აზერბაიჯანელ ოპოზიციონერს გოზელ ბაირამლის სასამართლომ 3-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ჩეჩნეთში, ნადტერეჩნის რაიონულმა სასამართლომ 5.5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ერთი წლით თავისუფლების შეზღუდვა მიუსაჯა ქალს, რომელიც ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანების მიზნით სირიაში წასვლას ცდილობდა.

დღეს კავკასიაში რუსულ-კავკასიური ომების მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება. 1864 წლის 21 მაისს კრასნაია პოლიანაზე დამარცხდნენ კავკასიის ხალხები, მათ შორის ადიღეელები, უბიხები და აფხაზები.

სომხეთში კულტურულ-ისტორიული ცენტრის „ნოეს კიდობნის“ აშენებას გეგმავენ, რომელიც ძველ აღთქმაში გადმოცემული ფორმისა და ზომის იქნება. 132 მეტრი სიგრძის, 22 მეტრი სიგანისა და 13 მეტრი სიმაღლის კოდობანს სავარაუდოდ არარატის მოპირდაპირე მხარეს,…

ევროპარლამენტი ევროკომისიას, ევროკავშირის ქვეყნებსა და ევროსაბჭოს მოუწოდებს ითანამშრომლონ რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებთან ჩეჩნეთში ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებების შესაძლო დარღვევის გამოსაძიებლად. ევროპარლამენტის განცხადებით ჩეჩნეთში ხელისუფლებამ გეების დევნა უნდა შეწყვიტოს და გამოძიება დაუყოვნებლივ…

დღეს სომხეთში ახლადარჩეული ეროვნული კრების პირველი სხდომა ჩატარდა. მე-6 მოწვევის პარლამენტის მუშაობის დაწყებისთანავე ქვეყნის მთავრობა გადადგა. პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის ბრძანების შესაბამისად, მინისტრთა კაბინეტის წევრები უფლებამოსილების შერულებას პარლამენტის მიერ ახალი მთავრობის…

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანს პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს. მათი განცხადებით, 15 მაისს, 16:30 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მართვადი რაკეტით იერიში მიიტანეს სამხედრო ობიექტებზე, რის შედეგადაც სამხედრო ტექნიკა დაზიანდა.

ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რესპუბლიკაში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების დევნა და მკვლელობა არ დადასტურდა. მათი განმარტებით, გეების დევნის თაობაზე მედიით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ჩეჩნეთის დისკრედიტაციას ისახავს…

ბაქოს სასამართლომ აზერბაიჯანში რამდენიმე დამოუკიდებელი მედიასაშუალების საიტის დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო. „რადიო თავისუფლების“ აზერბაიჯანული სამსახურის გარდა დაიბლოკა გაზეთ „აზადლიყის“, ინტერნეტ ტელევიზია „მეიდან ტი-ვის“, „ტურან ტი-ვის“ და „აზერბაიჯან საათის“ ვებგვერდებიც.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]