weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

17 ივნისს ლაგოდეხის ნაკრძალში ბლუზის ფესტივალი გაიხსნება

10:06 ხუთშაბათი, 15 ივნისი 2017

ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში პირველად ჩატარდება ღია ცის ქვეშ, ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე, 17 ივნისიდან 12 აგვისტომდე ყოველ უქმე დღეებზე. პირველი ქართული ბლუზფესტივალის ორგანიზატორებმა ოფიციალური პრომო ვიდეორგოლი გამოაქვეყნეს.

ბლუზ მუსიკისა და ღვინის მოყვარულებს ყოველ პარასკევ-შაბათ-კვირას ფესტივალზე სახელად Blues, Wine &… We, ბლუზის შემსრულებელი მსოფლიო ვარსკვლავები ინგლისიდან, ამერიკიდან და ისრაელიდან ესტუმრებიან. ფესტივალი ტარდება ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარედ, სასტუმრო კომპლექს „ბიოეზოს“ ტერიტორიაზე, ე.წ. ბლუზვილიჯში. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე biletebi.ge

ფესტივალის დანიშნულებაა ვეტერანი ბლუზმენებისადმი პატივისცემის გამოხატვა, ახალგაზრდა თაობის ბლუზით დაინტერესება, მსმენელისთვის ხარისხიანი მუსიკის მიწოდება და კახეთის რეგიონში ტურისტული პოტენციალის გაზრდაა.

ბლუზფესტივალი ყოველწლიურად გაიმართება ზაფხულის სეზონზე. არასაფესტივალო პერიოდში ღია ცისქვეშ მოწყობილი სცენა და კომფორტული გარემო დაეთმობა სხვა და სხვა ჟანრის მუსიკალურ საღამოებს და თემატურ შეხვედრებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]